"ეს ისეთი პრობლემაა, შეიძლება გუნდს ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს"

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ 100-129 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

ამ თამაშში შედგა ზაზა ფაჩულიას დებიუტი ახალ გუნდში. სამწუხაროდ, ქართველის თამაშმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა გამოცემებში, ბლოგებსა და საიტებზე.

ძალზე კრიტიკულია sportsblog.com-ის ჯონათან მაკკორკელი სტატიაში: "გოლდენ სტეიტის" პანიკა ცენტრის პოზიციაზე".

"გასული საღამოს საშინელი ფარქვეშა დაცვისა და მოხსნების შემდეგ უარესი ვეღარ მოხდება. ზაზა ფაჩულია ვერაფრით დაეხმარა გუნდს და მისი ქმედება ნულის ტოლი იყო ყველა იმ ფაქტორში, რომელთა დათმობამაც
გუნდის წაგება გამოიწვია.

20 წუთზე მეტში მას ჰქონდა 2 ქულა, 1 პასი, 3 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისი თამაში ვერაფრით შეეწია "უორიორსს". ასე სუსტად ითამაშა ზაზამ "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩის პირველ მეოთხედში მეისონ პლამლის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გამოასწორა თამაში.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოევლოს ამ პრობლემას? და ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც გუნდს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს.

ზაზასთან ერთადაც კი "გოლდენ სტეიტი" ლიგის ტოპ-3 კლუბშია, მაგრამ როცა საქმე ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან მიდის პლეი ოფში... სადაც დაცვის თამაში სხვაა და ფაფხური სხვა, სადაც "დიდი ბიჭები" კალათს ხშირად უტევენ, როგორც ამას "კლიპერსის", "სან ანტონიოსა" და "კლივლენდის" ცენტრები აკეთებენ.

ზაზას პრობლემა ახლავე უნდა გადაწყდეს და პასუხი სათადარიგოთა სკამზე ზის - ჯავეილ მაკგი. ნიჭიერი ცენტრების წინააღმდეგ სწორედ მაკგიმ უნდა ითამაშოს მეტი. "გოლდენ სტეიტის" ცენტრებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ პრობლემა. 48-წუთიან მონაკვეთში ზაზამ 8 წუთი უნდა ითამაშოს, ვესტმა და მაკგიმ 15-15, ვარეჟაომ და ლუნიმ - 5-5. მხოლოდ ასე თუ გავა ფონს "უორიორსი", რადგან ცხადია - ზაზა ვერ არის ენდრიუ ბოგუტის სრულფასოვანი შემცვლელი", - წერს ავტორი.

RotoWire:
"უორიორსის" პრობლემამ -ცუდი დაცვა ფარქვეშ და სუსტი პასები - უკვე გახსნის მატჩში იჩინა თავი. "სპურსმა" მოხსნებში 55:35 მოიგო. აქედან მეტოქემ 21-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი. ყველა გუნდს ისეთი კარგი ცენტრები არ ჰყავს, როგორც "სპურსს", ამიტომ ფაჩულია შედარებით სუსტ ცენტრებთან კარგად გამოჩნდება. მაგრამ მისი დებიუტი კიდევ ერთი შეხსენება იყო პრობლემის, რომელსაც სხვა გუნდები კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ ამ სეზონში".

warriorsworld.net:
"ფაჩულიას არ აქვს არც საკმარისი სისწრაფე, აჰყვეს მეტოქის მცველებს, არც საკმარისად გრძელი ხელები, რომ მეტოქის სროლების დაფარება შეძლოს.

espn.com:
"ცენტრ ზაზა ფაჩულიას თავისი პლუსები კი აქვს, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოვა ენდრიუ ბოგუტთან, რომელიც "გოლდენ სტეიტში" შეცვალა. "სან ანტონიოს" ბიჭებმა იბატონეს ფარზე და ზაზა მხოლოდ სამ მოხსნას დააჯერეს".

washingtonpost.com:
"ფაჩულია აგებდა ფარიდან ასხლეტილი ბურთებისთვის ბრძოლას. ხშირად ნაადრევად ხტებოდა და ისეთ ბურთს აგებდა, რომელიც წესით, მას უნდა შეხვედროდა".

sfexaminer.com:
"ფაჩულია არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, მაგრამ ის ინჩით უფრო დაბალია, რამდენიმე წლით უფრო ხნიერია და ნაკლებად ათლეტურია, ვიდრე ბოგუტი. ფარქვეშ დაცვა "გოლდენ სტეიტის" ერთადერთი სერიოზული პრობლემაა და გუნდმა ამას მალევე უნდა უმკურნალოს, რადგან ყველა მეტოქემ იცის ამ სისუსტის შესახებ".
მკითხველის კომენტარები / 15 /
რას ბორიალობენ ესენი?! მართლა არ ჰქონდა ზაზას კარგი თამაში, მაგრამ მასზე დაბრალება უბრალოდ სირცხვილია. კარი და ტომპსონი ელვაში მოყოლილი თხასავით დარბოდნენ მოედანზე. მე რაც დავთვალე დაახლოებით 7-8 ჯერ აბსოლიტურად ცარიელ ზაზას არ მიცეს პასი. აქ იკვეთება ერთი რამ, რომ უბრალოდ ეს გუნდი თამაშობს პერიმეტრიდან, სროლები სროლები და კიდევ ერთხელ სროლები. თუ არ წაუვიდათ მორჩა.
გგგგგგგგგგგგგ
17:02 27-10-2016
0
ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს! საერთოდ ვერ გავიგე რა კალათბურთს თამაშობს გოლდენ სტეიტ?! ეზოს კალათბურთს გავს მაგრად! ისიც მართალია ზაზა როცა იხსნებოდა თითქოს ვერ ხედავდნენ, რაღაც შეთქმულებასავით იყო! ეს ამერიკელი კომენტატორები რატომ არიან ზაზას წინააღმდეგ მოქოქილები ვერ გავიგე?! შარშანაც კი როცა ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაინც ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ და თითქმის დასცინოდნენ! მერე ეს დაცინული ზაზა გოლდენ სტეიტმა სასტარტო ცენტრად შეიძინა! ე.ი. კომენტატორების პროფესიონალიზმი ძალიან საეჭვოა!
არჩილ ხოფერია
18:04 27-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული