10:51 28-10-2016
თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე 20 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
"ბასკონიას" ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა მისი ქებული გარჯა მასპინძელი ვიტორიელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
"ბასკონია" ბოლო მეოთხედამდე იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბერძნულმა კლუბმა ძალების მობილიზება მოახერხა და 95:90 გაიმარჯვა. პირეოსელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ვასილის სპანულისმა, რომელმაც 15 ქულას ევროლიგაში 15 პასი მოაყოლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 28:52 წუთში ძალიან აქტიური გახლდათ. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 20 ქულას კი 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რაც ამერიკელ შეინ ლარკინთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ლარკინმა 14 ქულას 11 პასი მიაბა.
"ბასკონიას" 2-2 მოგება-წაგება მოუგროვდა და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის შუა, მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 4 ნოემბერს, სტუმრად ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თოკო! ცოტა მიზანი გაისწორე და სროლები დახვეწე და უნაკლო კალათბურთელი იქნები! წარმატებები, ყველა თამაშს ვუყურებ ბასკონიის მონაწილეობით. თოკო მაგარია, არა უმაგრესია.
0
0
ენბიეიში მოუხდება თამაში თოკოს სამქულიანები დაამუღამოს და ეგას
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული