აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკი" რუსეთის ჩემპიონატში გალიდერდა

AutoSharing Option
აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგა 1-ს დაუმარცხებლად ლიდერობს. ციმბირელებმა რიგით მე-5 გამარჯვება "სახალინთან", საშინაო შეხვედრაში მოიპოვეს. დვალიშვილის გუნდმა მეტოქე 85:79 დაამარცხა.

დვალიშვილის გუნდმა, საბოლოოდ, 6 ქულით იმარჯვა, თუმცა ნოვოსიბირსკელები მატჩის მსვლელობისას დამაჯერებლად ლიდერობდნენ. მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულასაც მიაღწია, თუმცა ბოლოსკენ მათ ყურადღება მოადუნეს და მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება მიეცათ.

დვალიშვილი, რომელიც რუსულ კლუბში 4 ნომრის, ანუ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, მოედანზე 8:06 წუთით გამოჩნდა და 2-2 ქულა-მოხსნა მიითვალა. აკაკიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

მორიგ მატჩს ნოვოსიბირსკელები კვლავ შინ - 30 ოქტომბერს,
"სპარტაკ-პრიმორიესთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული