17 წლის გოგა ბითაძემ სერბეთის უმაღლესი ლიგის მატჩში 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
17 წლის გოგა ბითაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.

ბითაძე სერბეთში, თავისი ასაკის გუნდ "მეგა ლეკსში" თამაშობს, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო მას სერბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მიეცა. ის კლუბ "სმედერევოში" განათხოვრდა და სერბეთის უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის შანსიც გააჩნია.

სერბეთის პირველობის მე-4 ტურში სმედერევოელები "ნაპრედაკს" დაუხვდნენ და 88:98 წააგეს, ბითაძემ კი 19 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში) და 3 დაფარება მოაგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე
თამაშიც შეუძლია, 9-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ვერავინ გადაფარა.

"სმედერევოს" 1 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 ნოემბერს სტუმრად "სლოგასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდე, საკუთარ თავზე იმუშავე ნბა - ში მოსახვედრად ბევრი შრომაა საჭირო.
akaki
11:52 31-10-2016
0
წარმატებებს გისურვებ კაი კაცი, ფაჩულიაზე უფრო დიდ წარმატებებზე მიგეღწიოს და მისდღეში არ დაგვიწყებოდეს ქართველი რომ ხარ!
giorgi
22:02 30-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული