თორნიკე შენგელიას 11 ქულა "უნიკახასთან" წაგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი იწვნია თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". ვიტორიელები მალაგას ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით - 72:82 დამარცხდნენ.

ეს ბასკონიელთა მეორე წაგება გახლდათ მე-6 მატჩში, რის შემდეგაც შენგელიას გუნდი ცხრილში მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25:26 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად შენგელიას 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14-ს უწია, რაც ბასკონიელთაგან მეორე შედეგი გახლდათ იაკა
ბლაჟიჩის
(18) შემდეგ.

მომდევნო ტურში, 6 ნოემბერს "ბასკონია" "მანრესას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული