31 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" რეგულარული ჩემპიონატის მე-3 მატჩი დღეს, გამთენიისას ფინიქსში გამართა და ახალდაწყებულ NBA-ს სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ოკლენდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი წილი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.
ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მისთვის უმეტესი - 22:13 წუთი დაეთმო, რაც ქართველმა ცენტრმა კარგად გამოიყენა. ზაზამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ოკლენდელთა სასტარტოებიდან 37 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, 28 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია - 8 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
"გოლდენ სტეიტმა" პირველი მეოთხედი 22:30 დათმო, თუმცა თამაში მალე გაათანაბრა და მედგრად მებრძოლი ფინიქსელები ბოლო პერიოდში გატეხა. ფაჩულიას გუნდმა საბოლოოდ 106:100 იმარჯვა და 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება აქვს.
მომდევნო მატჩს ოკლენდელები 2 ნოემბერს, პორტლენდში "ბლეიზერსთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
09:50 31-10-2016
ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე პასები, 5 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "ფინიქსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
svani-ს, თამაში არ მინახავს ნაწყვეტების გარდა. აქ ამ სტატიაში წერია "ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო". ამიტომ დავწერე ის რაც მიწერია. ზაზას დიდი გულშემატკივარი ვარ!
0
0
ზაზა ჩვენი სიამაყეა, ულევი წარმატებები.....
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული