ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე პასები, 5 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "ფინიქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
31 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" რეგულარული ჩემპიონატის მე-3 მატჩი დღეს, გამთენიისას ფინიქსში გამართა და ახალდაწყებულ NBA-ს სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ოკლენდელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავისი წილი სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.

ფაჩულიას მიმდინარე სეზონში მისთვის უმეტესი - 22:13 წუთი დაეთმო, რაც ქართველმა ცენტრმა კარგად გამოიყენა. ზაზამ 5 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიასა და
კევინ დურანტის კომბინაცია
Sportall.Ge

ოკლენდელთა სასტარტოებიდან 37 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, 28 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია - 8 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე პასი კევინ დურანტს
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტმა" პირველი მეოთხედი 22:30 დათმო, თუმცა თამაში მალე გაათანაბრა და მედგრად მებრძოლი ფინიქსელები ბოლო პერიოდში გატეხა. ფაჩულიას გუნდმა საბოლოოდ 106:100 იმარჯვა და 3 მატჩის შემდეგ 2 მოგება აქვს.
ფინიქსი-გოლდენ სტეიტი 100:106
Sportall.Ge

მომდევნო მატჩს ოკლენდელები 2 ნოემბერს, პორტლენდში "ბლეიზერსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფარს იმიტომ არ უტევს ხშირად, რომ 5 ტყორცნიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო და ეს თითონ მასზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. ამას გარდა, როგორც მე ვხვდები მწვრთნელი მექულეობას არ ავალებს! უბრალოდ გუშინ სროლები არ წაუვიდა, საერთოდ არ წაუვიდა. მოიცათ გამოიღებს ხელს!
არჩილ ხოფერია
21:49 31-10-2016
0
არჩილ ხოფერია-ს კალათთან ორჯერ მიუვიდა ბურთი და ორივეჯერ პასი გააკეთა როცა შეეძლო შეეტია..! ერთხელ ჩაუჭრეს ბურთი მეორეჯერ კიდევ ტომპსონმა ააცილა! ზაზი შეუტიე ფარს შეუტიე!!
svani
23:58 31-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული