11:47 31-10-2016
შერმადინის 16 და ბურჯანაძის 12 ქულა "ანდორას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველთა გუნდი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ "ვალენსიას" ესტუმრა და 62:88 დამარცხდა.
ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 28:33 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, ამ მხრივ მე-2 მაჩვენებელი (14) კი ბურჯანაძეს ჰქონდა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:06 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
"მორაბანკ ანდორას" 3 მოგების წილ 2 მარცხი მოუგროვდა და მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა ანდორელებს 6 ნოემბერს, შინ "მურსიასთან" ელით.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული