"გოლდენ სტეიტის" ნამდვილი ცენტრი გრინია - როგორ აკრიტიკებენ ფაჩულიას ამერიკულ მედიაში

AutoSharing Option
NBA-ს გასული სეზონის ფინალისტმა "გოლდენ სტეიტმა" გახსნის მატჩის "სან ანტონიოსთან" დათმობის შემდეგ, საგარეო სამმატჩიანი ტურნე (3-0) გამარჯვებებით დაასრულა. ზაზა ფაჩულიამ, პირველი შეხვედრის ჩაგდების შემდეგ, ჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა, შემდეგაც რამდენიმე კარგი ეპიზოდით დაგვამახსოვრა თავი.

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედია ჩვენებურს მაინც ძირითადად, აკრიტიკებს (არის განსხვავებული აზრიც და ამ სტატიასაც მალე შემოგთავაზებთ).

სანამ უშუალოდ ფრაზებს შემოგთავაზებთ ვიტყვით, რომ ქართველი ცენტრი ყურადღების ცენტრში იმიტომ მოხვდა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდის, თანაც, ყველაზე ვარსკვლავური სასტარტო ხუთეულის წევრია და ბუნებრივია, მისგან მეტს
ითხოვენ.

მაგალითად, "სანსთან" კვირას მოგებული თამაშის შემდეგ აღინიშნა, რომ "გოლდენ სტეიტმა" მას მერე გატეხა მეტოქე, რაც ზაზა კაპიტანმა ანდრე იგუდალამ შეცვალა.

mercurynews.com:
"ზაზა ფაჩულია და მისი შემცვლელი დევიდ ვესტი თავის წუთებს მიიღებენ ხოლმე, მაგრამ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან დაპირისპირებებს ეხება, "გოლდენ სტეიტის" ნამდვილი ცენტრი გრინია. ის ხდება მთავარი "მაღალი" კაცი "უორიორსის" შემადგენლობაში".

nba.com-ზე ექსპერტი ფრენ ბლაინბერი წერს:
"ზაზა ფაჩულია ახლოსაც ვერ არის ენდრიუ ბოგუტი ვერც საკუთარ და ვერც მეტოქის ფარზე, თუმცა "გოლდენ სტეიტი" ყველა პრობლემას გაუმკლავდება, რასაც დრო სჭირდება. ვნახოთ გუნდი ივნისში".

realsport101.com:
"ზაზა ფაჩულია რეალურად უბრალოდ ირიცხება სასტარტოში, ის ძალიან ცოტას აკეთებს შეტევაში".

hashtagbasketball.com:
"სეზონი დაწყებიდან ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე ჯერ ერთი დაფარებაც არ არის".
მკითხველის კომენტარები / 12 /
დარწმუნებული ვარ და წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ზაზა ამ გუნდში თავს აუცილებლად დაიმკვიდრებს და მისი ოპონენტებიც სხვანაირად ალაპარაკდებიან.
მამუკა
10:10 04-11-2016
0
არაუშავს წერონ რაც უნდათ, ზაზას წინასწარ განჭვრეტილი გადაწყვეტილება მიიგო როგა მა კლუბში გადავიდა და დარწმუნებული ვარ იცოდა კიდევაც რა წნეხის ქვეშ იქნებოდა. დიდი ხანია ნბა -ში არის ასე რომ ყველაფერს გაუმკლავდება და დაუმტკიცებს ამერიკელებს იმას რომ კლუბისთვის ძალიან მნისჰვნელოვანი პერსონაა !!!!!!
Nika
01:33 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული