თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა და მოგება სტუმრად "ცრვენა ზვეზდასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ნოემბერს ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-5 ტურის შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ", რომელმაც სტუმრად ბელგრადში "ცრვენა ზვეზდა" ანგარიშით 70:63 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23:29 წუთში კი 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. თორნიკემ 2-ქულიანი ექვსჯერ ტყორცნა, საიდანაც სამჯერ ჩააგდო, ორი საჯარიმოდან კი ვერცერთი გამოიყენა.

ვიტორიელთა შორის 16-16 ქულით საუკეთესონი ამერიკელი შეინ ლარკინი და ფრანგი როდრიგ ბობუა
იყვნენ.

"ბასკონია" 3 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს, ევროლიგაში მომავალ, მე-6 ტურის მატჩს კი 11 ნოემბერს, თურქული "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული