თორნიკე შენგელია "მანრესასთან" მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ქართველი ფორვარდის "ბასკონიამ" მორიგ ტურში "მანრესას" უმასპინძლა და 82:69 იმარჯვა. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სარგებლიანობის კოეფიციენტით, ქართველი ფორვარდის მატჩი საუკეთესო იყო, მთლიანად ტურში კი სამ საუკეთესოთა შორის მოხვდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და რაც ყველაზე საყურადღებოა, 8-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ
კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ბასკურ კლუბში 10-ქულიან ზღვარს სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი (17), უნგრელი ადამ ჰანგა (14) და გერმანელი იოჰან ვოიგტმანი (11) ასცდნენ.

"ბასკონია" 5 მოგებითა და 2 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 13 ნოემბერს გამართავს, როდესაც ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიას" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია თოკო, წინ წინ უკეთესად უფრო, წარმატებები.
დათო
15:45 07-11-2016
0

სიახლეები პოპულარული