შერმადინისა და ბურჯანაძის 30 ქულა და "ანდორას" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ანდორელებმა "მურსიას" უმასპინძლეს და 16 ქულით 88:72 დაამარცხეს.

ორივე ქართველმა გამორჩეულად ითამაშა, შერმადინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედაზე არასრული 25 წუთი გაატარა. შერმადინმა 10-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად მან 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 4 ჯარიმა მიიღო და მეტოქეები 5-ჯერ აიძულა, დაჯარიმებულიყვნენ. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 ერთეული შეადგინა,
რაც თანაგუნდელ დევიდ იელინეკთან ერთად საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ბურჯანაძის სარგებლიანობამ კი 11 ერთეული შეადგინა, რაც განვრცობილად 14 ქულის, 3 მოხსნის და 1 პასის შედეგია. ბექა სასტარტოში არ ყოფილა, მოედანზე კი 17:48 წუთით გამოჩნდა და 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

6 მატჩიდან 4 გამარჯვებით "ანდორა" ცხრილში V-VII ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ანდორელებს 13 ნოემბერს, სტუმრად "მანრესასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია ბიჭებო,მაგრამ საჯარიმოების პროცენტი თქვენც და ნაკრების სხვა ბიჭებსაც გაცილებით უკეთესი გქონდათ შესარცევ თამაშებში.შერმადინი კი საერთოდ შეუცდომლად ისროდა ხოლმე ყოველთვის.საჯარიმოები ყოველთვის ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო ხოლმე,ძლივს გამოასწორეთ და ახლა ნუ დაჰკარგავთ ამ მონაპოვარს.
სოსო
01:54 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული