მაიკლ დიქსონის 13 ქულა და გამარჯვება "დინამო სასარტისთან"

AutoSharing Option
საქარველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მაიკლ დიქსონი ათენის აეკ-ში კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

ბერძნულმა გუნდმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში იტალიურ "დინამო სასარტის" უმასპინძლა და 20 ქულით - 78:58 დაამარცხა, რაშიც დიქსონს სოლიდური წვლილი მიუძღვის.

მაიკლი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 17:43 წუთი გაატარა და 13 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მან 10-დან 5 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

4 ტურის შემდეგ 3 გამარჯვებით აეკ-ი ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველ
ადგილზეა და მომდევნო მატჩში, 16 ნოემბერს, გერმანულ "ლუდვიგსბურგს" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეიძლება ჩვენი გუნდებიც რომ მონაწილეობდნენ კლუბურ ჩემპიონატებში?! ევროლიგას თუ ვერ ვქაჩავთ eurocup ზე მაინც გამოვიდეთ იქ ისეთი გუნდები არიან რომ არამგონია საქართველოს ჩემპიონმა ვერ ეთამაშოს ტოლსწორად!)))
svani
12:05 09-11-2016
0

სიახლეები პოპულარული