"გოლდენ სტეიტმა" ფაჩულიას ყოფილ გუნდს იოლად, ანგარიშით 116:95 მოუგო.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 13.23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 2-დან ერთი ორქულიანი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ უთამაშია ცენტრ ენდრიუ ბოგუტს, რომელიც ადრე "გოლდენ სტეიტის" ღირსებას იცავდა. ასევე ტრავმის გამო "დალასს" გუნდის ლიდერი დირკ ნოვიცკიც აკლდა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28
დურანტის გარდა, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 16 ქულას 10 მოხსნა და 4 პასი მიამატა.
დურანტისა და გრინის შემდეგ "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი მოხსნა სწორედ ფაჩულიას ჰქონდა.
ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2-მე-3 ადგილებს "ოკლაჰომასთან" იყოფს. ორივე გუნდს 6-6 მოგება და 2-2 წაგება აქვს.
მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 11 ნოემბერს, დილით, სტუმრად "დენვერთან" გამართავს.