თუმცა ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 8:40 წუთი ითამაშა. მიზეზი ტრავმაა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ პირველ პერიოდში მიიღო. ქართველ ფორვარდს ფეხი გადაუბრუნდა და ექიმების ჩარევის შემდეგ ის მოედანზე ცოტა ხანში დაბრუნდა, მაგრამ მწვრთნელმა არ გარისკა და გართულების თავიდან ასაცილებლად, თორნიკეს დასვენების საშუალება მისცა.
იმ დროში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, შენგელიამ 1 ორქულიანი ააცილა და ბურთი 4-ჯერ მოხსნა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები ამერიკელი შეინ ლარკინი, იტალიელი ანდრეა ბარნიანი და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი იყვნენ, რომლებმაც 13-13 ქულა ჩააგდეს, სტუმართაგან კი 10-ქულიან ზღვარსაც ვერავინ უწია.
"ბასკონიამ" 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და კიდევ ხუთ გუნდთან ერთად, მეორე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, ერთპიროვნული ლიდერი კი მოსკოვის ცსკაა. რუსულმა გრანდმა მადრიდის "რეალს" 91:90 სძლია და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს.
შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 15 ნოემბერს, მილანში "ემპრიო არმანის" წინააღმდეგ ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით