არიზონელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ოკლენდელებს და ბოლო პერიოდში წინაც იყვნენ, თუმცა კლეი ტომპსონმა საფინალო სირენამდე ჯერ 4:30, შემდეგ კი 3:30 წუთით ადრე სამქულიანები ჩააგდო და ფინიქსელები წელში გატეხა. ბოლო რამდენიმეწუთიანი პერიოდი მასპინძლებმა 24:6 მოიგეს, რითაც არიზონელები გაანადგურეს.
"გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 133:120 იმარჯვა, რაშიც 30-30-ქულიანი წილი დაიდეს ტომპსონმა და სტეფ კარიმ. ოდნავ ნაკლები - 29 ქულა მიითვალა კევინ დიურანტმა, ხოლო სასტარტო ხუთულის მეოთხე წევრმა
ვარსკვლავური ხუთეულის ქართველმა წევრმა ფარქვეშ კარგად ითამაშა და 6 მოხსნა მიითვალა.
ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 6 მოხსნასთან ერთად 4 ქულა და 1 პასი მოაგროვა. ზაზა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
8 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" კვალზე მეორე ადგილზე არიან. მორიგი მატჩი "უორიორზს" 17 ნოემბერს ტორონტოში "რეპტორსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით