11:28 14-11-2016
შერმადინისა და ბურჯანაძის 26 ქულა და მოგება სტუმრად "მანრესასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის გუნდი აუტსაიდერ "მანრესას" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში - 93:91 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი ქართველმა ლეგიონერებმა დაიდეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. 22:12 წუთში სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი - 15 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
მოედანზე 24:04 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 11 ქულა, 5 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 ჩაჭრა გახლდათ. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
5 მოგებითა და 2 მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-5 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს ქართველების გუნდი "ობრადორიოს" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული