დუდა სანაძის 14 ქულა და გამარჯვება "პორტოროჟთან"

AutoSharing Option
სლოვენიის უმაღლეს ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს დუდა სანაძე და მისი კლუბი "პრიმრსკა".

მე-6 ტურში "პრიმორსკა" "პორტოროჟს" ესტუმრა და საკმაოდ იოლად - 93:70 იმარჯვა.

ბოლო მატჩებში დამკვიდრებული სასიამოვნო ტრადიციის თანახმად, ქართველი ლეგიონერი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დუდა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

სანაძემ 9-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ
დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაარღვიეს.

"პრიმორსკამ" 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში სახელოვან "ოლიმპიას" და კრკა-ს გაუტოლდა. სანაძის კლუბს მე-5 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი, 19 ნოემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ "ჰელიოსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული