მე-6 ტურში "პრიმორსკა" "პორტოროჟს" ესტუმრა და საკმაოდ იოლად - 93:70 იმარჯვა.
ბოლო მატჩებში დამკვიდრებული სასიამოვნო ტრადიციის თანახმად, ქართველი ლეგიონერი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დუდა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
სანაძემ 9-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ
"პრიმორსკამ" 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში სახელოვან "ოლიმპიას" და კრკა-ს გაუტოლდა. სანაძის კლუბს მე-5 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი, 19 ნოემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ "ჰელიოსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით