მაიკლ დიქსონის 22 ქულა და მოგება პაოკ-თან

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონმა ბერძნული აეკ-ის მაისურით მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა.

დიქსონის კლუბი საბერძნეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში სალონიკში პაოკ-ს ესტუმრა და 78:71 სძლია, ქართულპასპორტიანი ამერიკელი კი 22 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 7-დან 3, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

დიქსონის მონაგარი საერთო ჯამში 22 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და ჩაჭრაც იყო. მან ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ
აეკ-ს ჩემპიონატში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი 19 ნოემბერს, შინ, "პრომითეასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული