ვიტორიელები სტუმრად "ვალენსიას" შეხვდნენ და 91:99 წააგეს.
შენგელიას არყოფნაში, მის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ფრანგი კიმ ტილი გამოჩნდა და 17 ქულა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ამერიკელი შეინ ლარკინი იყო 26 ქულით.
სავარაუდოდ, შენგელია 15 ნოემბერს ევროლიგის ემპორიო არმანისთან" გასამართ მატჩსაც გამოტოვებს, შემდეგ კი უკვე შეძლებს, მოედანს დაუბრუნდეს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით