bleacherreport.com: ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეცვლის ამას ზაზა ფაჩულია

AutoSharing Option
სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა bleacherreport.com-მა გამოაქვეყნა სტატია: "სამი კალათბურთელი, რომლებმაც უნდა მოუმატონ "გოლდენ სტეიტში".

საიტმა კლეი ტომპსონი, ანდრე იგუოდალა და ზაზა ფაჩულია "გამოარჩია".

* * *
"ზაზა ფაჩულია - ენდრიუ ბოგუტის ნომინალური შემცვლელი, სინამდვილეში სასტარტო ხუთეულში ადგილის შემავსებელია. მისი ამოცანაა, არ გააფუჭოს ყველაფერი, როცა მოედანზეა, ეს კი იშვიათად ხდება.

10 მატჩის მერე უკვე ცხადია, რომ მწვრთნელი სტივ კერი ნაკლებად ენდობა გუნდის ნაღდ ცენტრებს. ფაჩულია და დევიდ ვესტი (ჯამში) მოედანზე საშუალოდ 26,6 წუთს ატარებენ. დავუმატოთ ამას ჯაველ მაკგის 5,9 წუთი და მაინც ნაკლებია,
ვიდრე შარშანდელი ბოგუტისა და ეზელის (ორი ცენტრის) ჯამური - 37,4 წუთი.

მაგრამ "უორიორსში" ძალიან ბევრ კალათბურთელს შეუძლია პოზიციის შეცვლა და ამიტომ ეს პრობლემა გუნდს ნაკლებად ადარდებს.

"მათი დიდი ბიჭების პრობლემები, პირველ რიგში კი, ფაჩულიას ვგულისხმობ, "მებრძოლების" ფანებს აფიქრებთ, ნეტა, რა შეუძლიათ გააკეთონ მათ ფარქვეშ, მაგრამ რაც უნდა იყოს ეს, მათ მაინც ნაკლები როლი აქვთ გუნდში, ისინი მხოლოდ ხიდის ფუნქციას ასრულებენ", - წერს მარკუს ტომპსონ II, სპორტული მესვეტე.

და ამ ფრაზაში არის სიმართლის მარცვალი: "გოლდენ სტეიტის" ცენტრები (ჯამში) 27-ე ადგილზე არიან (30 გუნდში) ქულებში, 24-ზე მოხსნებში და 29-ზე დაფარებებში ასოციაციის ცენტრებს შორის.

ფაჩულია გუნდში მოვიდა წუთებზე გადათვლილი სტატისტიკის კარგი მაჩვენებლებით მოხსნებში, პასებსა და სროლის პროცენტებში, მაგრამ ჯერჯერობით, არც ერთი მისი ეს უპირატესობა არ მუშაობს.

სამწუხარო ფაქტია - ფაჩულიასთან ერთად, "გოლდენ სტეიტი" საშუალოდ 4 ქულით მეტს იღებს კალათში (ყოველ 100 ქულაზე), ვიდრე მის გარეშე თამაშისას. ეს საოცარი რიცხვია, რადგან თავისი 170 წუთიდან პარკეტზე, ზაზას 149 წუთი გვერდს სტეფ კარი უმშვენებდა, 140 წუთი კი კევინ დურანტი.

შედარებისთვის, ბოგუტთან ერთად შარშანდელი სეზონი "გოლდენ სტეიტმა" +397 ქულით დაასრულა. როცა ხუთეულში ბარნსი და ბოგუტი იყვნენ (დურანტისა და ფაჩულიას ნაცვლად), "გოლდენ სტეიტი" მეტოქეს საშუალოდ 13,2 ქულით უგებდა ყოველ 100 ქულაზე, ახლანდელი მაჩვენებელი კი ნულის ტოლია.

ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება შეცვალოს ეს ვითარება ფაჩულიამ. 32 წლის ასაკში მისი საკალათბურთო იდენტობა ისეთია, ვერ შეიცვლება. ის უცბად ვერ გახდება ფარის უკეთესი დამცველი, მაგრამ გვახსოვს, რომ ბოგუტმა შეძლო საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორება და საჩემპიონო გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ფაჩულიამაც იგივე უნდა გააკეთოს, არადა, იქნება დავიწყებული ნაწილი ფრენჩაიზისა, რომელიც შეუტევს ტრადიციული ცენტრის გარეშე".
მკითხველის კომენტარები / 4 /
კერის ფილოსოფია სულ სხვაა და არაფერი საერთო არ აქვს იმ ციფრომანიასთან რასაც სკეპტიოკოსები აქვეყნებენ (მასაც აქვს რა საკვირველია არსებობის უფლება). მეომბერბის ყველა თამაში ვნახე ზაზასთან ერთად და ის (ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა) ზუსტად ასრულებს იმას რაც ევალება. არ არის მეომრები ის გუნდი რომელიც დეანდრესნაირ ცენტზე აკეთებს აქცენტებს. ზაზას მოვალეობაა გააზრებული ქმედება (უნიკალური ბლოკები და პოზიციური ბრძოლა) იმისთვის რომ სხვა მექულეებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენონ, ასე რომ - მიდი ზაზა ზუსტად აკეთებ იმას რასაც შენგან კერი ელოდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ და შენი იმედ გვაქვს .
ID BR
15:32 16-11-2016
0
კარგით რა, არ გეყოთ სისულელების წერა?რაზეა საუბარი როცა შენივე გაკრიტიკებს რაღაც სულელური მიზეზებით. 1) 2 მილიონად ზაზასნაირი ცენტრი არ არსებობს ნბა-ში.(ბოგუტი 10-ჯერ მეტს იღებს) 2) ზაზა არ ესვრის ბევრს მარტივი მიზეზის გამო, მსროლელი ბევრია გუნდში (სასტარტოს 4 წევრი ისვრის სამიანს). 3) კერიმ უკეთ იცის ვიდრე ამ ვითომ ანალიტიკოსებმა რაში გამოდგება ზაზასნაირი ცენტრი. 4) გადახედეთ წინა წლის სტატისტიკას (ბოგუტის და ეზელის სტატისტიკაზეა საუბარი).5) რამდენი ცენტრი გეგულებათ 2 მილიონად ზაზასნაირად რომ თამაშობდეს? ასე რომ სანამდე სისულეელებს დაწერთ დაფიქრება არ იქნება ცუდი.
(((((
14:58 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული