თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

AutoSharing Option
კოჭის ტრავმის გამო თორნიკე შენგელიამ მეორე მატჩი გამოტოვა. "ბასკონიას" ქართველმა ფორვარდმა ამჯერად ევროლიგის მატჩში, "ემპორიო არმანისთან" დაისვენა, მისმა გუნდმა კი უშანსოდ წააგო.

"ბასკონია" უცნაური გუნდია. სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა, თუმცა კაუნასში "ჟალგირისთან", ახლა კი მილანში "ემპორიო არმანისთან" წააგო. ვიტორიელებს ამერიკელმა შეინ ლარკინმა 21 ქულით და 9 პასით ულიდერა, თუმცა იტალიურმა კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 88:76.

"ბასკონიას" 4 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 17 ნოემბერს, შინ, გერმანული "ბროზე ბასკეტის" წინააღმდეგ
ჩაატარებს. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, ამ თამაშისთვის გუნდს უკვე შენგელიაც დაუბრუნდეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოჯამრთელებას გისურვებ თოკო.
დათო
17:52 16-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული