"ის ბევრს მუშაობს ამ საკითხზე. მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ფარქვეშ მის თამაშს ახლაც არაფერი დაეწუნება, თუმცა, რაც დრო გავა, ზაზა უკეთესად ათამაშდება", - განუცხადა კარიმ sfgate.com-ს.
* * *
ამასობაში ამერიკულ მედიაში კიდევ ერთი სატრანსფერო ხმა დაირხა, რომელიც "გოლდენ სტეიტსა" და ზაზა ფაჩულიას ეხება. hngn.com წერს, რომ "ოკლაჰომა" და "გოლდენ სტეიტი" ტრეიდს ამზადებენ: კლეი ტომპსონი და ზაზა ფაჩულია ვიქტორ ოლადიპოსა და სტივენ
აქვე შეგახსენებთ, რომ რადგან ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ ამ სეზონის წინ დაიმატა, მისი ტრეიდი 15 დეკემბრამდე შეუძლებელია.
* * *
ზაზას მედიაში ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ მის სტატისტიკაში არის არგუმენტები ქართველი ცენტრის სასარგებლოდაც. მაგალითად, ბურთის სროლის პროცენტი - თამაშიდან 60,7% და ჯარიმიდან 88,9% - არის ფაჩულიას კარიერაში საუკეთესო. ყოველ 36 წუთზე საშუალოდ რომ ავიღოთ: მისი მოხსნები 12,3 იქნებოდა, ხოლო პასები - 4,7. სხვა საქმეა, რომ ზაზას ამდენს არავინ ათამაშებს "გოლდენ სტეიტში".