ზაზა ამ საკითხზე მუშაობს - სტეფ კარი ფაჩულიას ამხნევებს

AutoSharing Option
NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი სტეფ კარი ქართველს ამხნევებს. მას სჯერა, რომ ზაზა უკეთ ათამაშდება:

"ის ბევრს მუშაობს ამ საკითხზე. მან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ფარქვეშ მის თამაშს ახლაც არაფერი დაეწუნება, თუმცა, რაც დრო გავა, ზაზა უკეთესად ათამაშდება", - განუცხადა კარიმ sfgate.com-ს.

* * *
ამასობაში ამერიკულ მედიაში კიდევ ერთი სატრანსფერო ხმა დაირხა, რომელიც "გოლდენ სტეიტსა" და ზაზა ფაჩულიას ეხება.

hngn.com წერს, რომ "ოკლაჰომა" და "გოლდენ სტეიტი" ტრეიდს ამზადებენ: კლეი ტომპსონი და ზაზა ფაჩულია ვიქტორ ოლადიპოსა და სტივენ
ადამსის
სანაცვლოდ.

აქვე შეგახსენებთ, რომ რადგან ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ ამ სეზონის წინ დაიმატა, მისი ტრეიდი 15 დეკემბრამდე შეუძლებელია.

* * *
ზაზას მედიაში ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ მის სტატისტიკაში არის არგუმენტები ქართველი ცენტრის სასარგებლოდაც. მაგალითად, ბურთის სროლის პროცენტი - თამაშიდან 60,7% და ჯარიმიდან 88,9% - არის ფაჩულიას კარიერაში საუკეთესო.

ყოველ 36 წუთზე საშუალოდ რომ ავიღოთ: მისი მოხსნები 12,3 იქნებოდა, ხოლო პასები - 4,7. სხვა საქმეა, რომ ზაზას ამდენს არავინ ათამაშებს "გოლდენ სტეიტში".
მკითხველის კომენტარები / 6 /
:D რამდენ სისულელეს წერენ ოღონდ რამე დაწერონ. ტომპსონს რო ოლადიპოში გაცვლი :)))
Emre
16:56 16-11-2016
0
Tompsoni gamoricxulia egar moxdeba,ratomgac tavidanve mepareboda echvi zazas produqtiulobashi roca oklendshi midioda,sheileba moumatos mara goldens araaqvs cdis da eqsperimentebis dro.momewona karis tanadgoma da darwmunebul var sxvebicase arian.
Alika
18:30 16-11-2016
0

სიახლეები პოპულარული