ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება "ტორონტოში" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" საკმაოდ რთული მეტოქე სტუმრად ანგარიშით 127:121 დაამარცხა.

ოკლენდელები ტორონტოში ჩავიდნენ და ადგილობრივ "რეპტორსს" მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი აგემეს. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გაატარა, საკმაო შედეგიანობა გამოავლინა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ზაზა პირველივე წამებიდან აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა სადავო გდება იონას ვალანჩუნასს მოუგო და თამაშის პირველი ბურთიც მან ესროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. ზაზას მალევე მიეცა ქულების მოგროვების შანსი და მან ორივე საჯარიმო გამოიყენა. ფაჩულიამ
მალევე კიდევ 2 ქულა მიითვალა და მოედნიდან 4 ქულით გავიდა.

ფაჩულია მეორე პერიოდში დაბრუნდა მოედანზე და 4 წუთში საკუთარ აქტივს კიდევ 4 ქულა შემატა. ქართველი ფორვარდი მესამე პერიოდშიც გამოჩნდა მოედანზე და მის დასრულებამდე 6:26 წუთით ადრე, როცა "გოლდენ სტეიტი" უკვე 80:64 იგებდა, საბოლოოდ გავიდა მოედნიდან.

ზაზამ მთლიანობაში 16 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტორონტოელთა ლიტველმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 12 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა.

გოლდენსტეიტელთა დამრტყმელი ძალა ტრადიციული იყო: სტეფ კარიმ 35, ხოლო კევინ დურანტმა 30 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 15 ქულა შემატა კლეი ტომპსონმა, ხოლო ოკლენდელთა ხუთეულის მეხუთე წევრმა, დრეიმონდ გრინმა 11 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი გაიფორმა.
იხილეთ ვიდეო: ტორონტო-გოლდენ სტეიტი 121:127
Sportall.Ge

9 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში "კლიპერსის" უკან მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს, ბოსტონში, აღმოსავლეთის კიდევ ერთ მძლავრ გუნდ "სელტიქსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
უბრალოდ ყველამ დააკვირდით ჯერ ზაზას მოძრაობებს როცა ბურთით გოლდენ სტეიტსია და მერე სხვა ცენტრების თამაშს, როცა ზაზა აღარაა მოედანზე. ამ გუნდს იმდენი სუპერსტარი ჰყავს, რომ ცენტრზე თამაშს საერთოდ არ თამაშობს, ამას დაუმატეთ კეი დი, რომელმაც სულ სხვა, ახალი შტრიხები შესძინა გოლდენ სტეიტს. ტომპსონი, რომ არ ვიცოდეთ რა შეუძლია, ვიფიქრებდით, რომ ერთი ჩვეულებრივი მოთამაშეა, იგივე შეიძლება ითქვას გრინზეც, ასე რომ ამ გუნდთან შეთამაშება არცთუ ადვილი საქმეა, ხოლო ცენტრისთვის ალბათ კიდევ უფრო ძნელი. ზაზა ჭკვიანია და მჯერა, რომ აუცილებლად შეეწყობა გუნდს. ამერიკელმა ძურნალისტებმა კი როგორმე მოინელონ ბოლო-ბოლო ზაზას ოლ სთარში კანდიდატობა.
bavaria
15:27 17-11-2016
0
"tengabi
17 ნოემბერი 2016 11:52
ზაზამ ფაქტიურად მისი მოედანზე ყოფნისას გაანეიტრალა ვალანჩუნასი - საკუთარ საჯარიმოს არ გააკარა. გუნდის დაცვას კრავს, შეტევის ორგანიზებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პარტნიორებს გზას უთავისუფლებს და მეტოქეს ბლოკავს. მისი მოედანზე ყოფნის დროს გატყდა ძირითადად რეპტორზი. ამას მწვრთნელი უკეთ ხედავს და ზაზას ძირითადად თამაშის გარდამტეხ მომენტებში რთავს. დანარჩენს გოლდენის ვარსკვლავობა აკეთებს." ამ ადამიანს ნამდვილად ესმის კალათბურთი! ვეთანხმები კვალიფიციური კომენტარია!
არჩილ ხოფერია
16:14 17-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული