მაიკლ დიქსონის 14 ქულა აეკ-ს მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი კალათბურთელის ბერძნულმა გუნდმა აეკ-მა, რომელიც ევროპის ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, ამ ტურნირის მორიგი მატჩი გერმანიაში გამართა და ადგილობრივ "ლუდვიგსბურგთან" 5 ქული სხვაობით - 67:72 დამარცხდა.

ქართულპასპორტიანი მაიკლ დიქსონი სტუმართა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მან ათენელები მარცხისგან ვერ იხსნა.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ გახლდათ, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მოედანზე ყველაზე მეტი დრო - 32:58 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მაიკლმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური მიიღო.

აეკ-ს 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება. აეკ-ი მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს გამართავს, როდესაც შინ ბელგრადის "პარტიზანს" ისტუმრებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული