"ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას გარეშე პირველად მოიგო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას რეაბილიტაცია გრძელდება. ქართველი ფორვარდი ევროლიგის მორიგი მატჩისას "ბასკონიას" სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა, თუმცა ის "ბროსე ბამბერგთან" სათამაშოდ მოედანზე არ გასულა.

ვიტორიელებმა კი შენგელიას გარეშე პირველი მატჩი მოიგეს. "ბასკონიამ" გერმანული კლუბი 81:74 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კლუბი პირველი ტაიმის მერე 15 ქულის სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა, შემდეგ მოუმატა, დასკვნით მეოთხედში სტუმრებს 26:11 სძლია და 8 მატჩში მე-5 გამარჯვება იზეიმა.

მასპინძელთაგან 20-20 ქულა ფრანგმა როდრიგო ბობუამ და გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა ჩააგდეს, უნგრელი ადამ ჰანგას აქტივში 16 ქულა იყო,
ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 15 ქულა მიითვალა.

"ბასკონიამ" ევროლიგაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, მოსკოვში, ლიდერ ცსკა-სთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული