ზაზა ფაჩულიას 10 მოხსნა, 4 ქულა, 4 პასი და გამარჯვება ყოფილ გუნდთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტი" მილუოკიში "ბაქსს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 124:121 იმარჯვა.

შედარებით თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 34:26 მოიგეს, მასპინძლები 10 ქულით ჩამოიტოვეს და თითქოს გამარჯვებაც ჯიბეში ჰქონდათ, მაგრამ "მილუოკიმ" ბოლომდე იბრძოლა და ვითარება ბოლო წუთებზე უკიდურესად დაძაბა.

დასრულებამდე 2:32 წუთით ადრე ჯაბარი პარკერმა ეგრედ წოდებული ენდ-ვანი მიითვალა და "მილუოკი" სტუმრებს 120:122 მიუახლოვდა. ამის შემდეგ მასპინძლებს არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მირზა ტელეტოვიჩმა და იანის ადეტოკუმბომ ყველა სროლა ააცილეს. თავი მხრივ ოკლენდელებიც სცოდავდნენ და ისე გავიდა 2 წუთზე მეტი, ბურთი
არ ჩავარდნილა.

საკვანძო მომენტი იყო საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე, როცა ტონი სნელის პასი დრეიმონდ გრინმა ჩაჭრა და ადეტოკუმბო კლეი ტომპსონზე დაჯარიმდა. "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, სტუმრები 124:120 დააწინაურა და ამით გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია.

ქართველმა ცენტრმა, რომელმაც "მილუოკიში" ნბა-ში თავისი რიგით მე-2, მე-11 და მე-12 სეზონები გაატარა, მოედანზე 17 წუთი დაჰყო და ფარზე დომინირებით გოლდენსტეიტელთა გამარჯვებაში საკუთრი წილი დაიდო. ზაზა სასტარტო ხუთულში გახლდათ და უფრო დაცვით, შეტევაში კი გამოომილი პასებით გამოირჩა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მომხსნელი გახდა, ხოლო პასებში გოლდენსტეიტელთა შორის მასზე მეტი - 5-5 პასი გრინმა, სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა მიითვალეს. მექულეებში ოკლენდელებს ტრადიციული ლიდერები ჰყავდათ: დიურანტმა 33, ტომპსონმა 29, ხოლო კარიმ - 20 ქულა მიითვალა.

11 მოგებით და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციას "კლიპერსთან" ერთად ლიდერობს, თუმცა ლოსანჯელესელები ამ წუთებში "ჩიკაგოს" მასპინძლობენ და მოგების შემთხვევაში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვთ. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს ისევ სტუმრად - "ინდიანა პეისერსთან", 22 ნოემბერს ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ნელ ნელა ჩაჯდება გუნდში კარგად. უკვე სროლისაც აღარ ეშინია, შესვლებს უნდა მოუმატოს ეხლა.
0
ზაზა მიდი მოუმატე, მე შენი მჯერა!!!!!!
vaxo
17:37 20-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული