ბურჯანაძისა და შერმადინის "ანდორამ" "მონბუსი" დაამარცხა და ლიდერებში გაერია

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "მორაბანკ ანდორამ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველ ლეგიონერთა გუნდმა "ობრადოიროს" 91:87 სძლია და 8 შეხვედრაში 6 მოგება მოუგროვდა, რის შემდეგაც ლიდერთა შორის გაერია.

ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი გამოჩნდა და 24:01 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძემ მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 6 ქულა, 5 მოხსნა და 1
პასი იყო. ქართველმა ფორვარდმა ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 6-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

"ანდორა" ამ მომენტისთვის "ტენერიფესთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს "ფუენლაბრადასთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული