დუდა სანაძის 17 ქულა და გამარჯვება "ჰელიოსთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სიქსტ-ლასტოვკამ" სლოვენიის უმაღლეს ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამაში, როგორც წესი, ქართველი უკანახაზელის დამსახურება უდიდესია.

სანაძე დომჟალეს გუნდის ბომბარდირი გახდა, მისმა გუნდმა კი "ჰელიოსს" 71:65 მოუგო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე დომჟალელთაგან ყველაზე მეტი - 35:33 წუთი გაატარა. სანაძე, რომელმაც წინა 2 მატჩში ჯამში 60 ქულა ჩააგდო, შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა თავის გუნდში ბომბარდირი მაინც გახდა. დუდამ შეხვედრა 17 ქულით, 6 მოხსნით (თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი), 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

სანაძემ 5-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2
საჯარიმო და 14-დან 3 ორიანი ჩააგდო. ქართველმა უკანახაზელმა 3 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს, მეტოქემ კი მასზე 2 პერსონალური დაიმსახურა. დუდას კვალზე გამარჯვებულთაგან 15-15 ქულით ნიკოლა გაიჩი და ტროი ჩისელ ფრანკლინი გამოირჩნენ.

5 მოგებია და 2 მარცხით "ლასტოვკა" კიდევ 4 გუნდთან ერთად ცხრილში მე-2-მე-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 26 ნოემბერს, სტუმრად ლაშკოს "ზლატოროგთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული