knbr.com-მა ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "ინდიანასთან" 120:83 მოგებულ შეხვედრაში 14 წუთში 6 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ეს მატჩი "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრისთვის სხვა რამით იყო გამორჩეული.

- ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "ინდიანასთან" [VIDEO]


ვეტერანი ცენტრისთვის ეს შეხვედრა NBA-ს სასტარტო ხუთეულში მე-400 იყო. შეგახსენებთ, რომ ზაზამ ახლახან ასოციაციაში მე-900 მატჩი გამართა. ჩვენებურმა 905 შეხვედრიდან 400-ში სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

ეს მე-14 სეზონია ჩვენებურისთვის ამერიკაში და ზაზა საშუალოდ 7,1 ქულასა და 6,0 მოხსნას აკეთებს თამაშში. ამ სეზონში ზაზას მაჩვენებელი 4,6 ქულა
და 6,3 მოხსნაა.

* * *
knbr.com-მა "უორიორსის" წარმატებული საგარეო ტურნეს შემდეგ ზაზა ფაჩულია გუნდის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელა.

"ზაზა ფაჩულიას რთული სტარტი ჰქონდა სეზონშიც და ამ საგარეო ტურნეშიც, როცა ახლო მანძილიდან სამი იოლი სროლა ააცილა, მაგრამ ზაზას ასპარეზობა მომდევნო სამ თამაშში გაცილებით კომფორტული იყო "გოლდენ სტეიტის" ფორმით. ვიხილეთ მისი ცნობილი განსაკუთრებული პასები, განსაკუთრებით, "მილუოკის" წინააღმდეგ, როცა მხოლოდ პირველ მეოთხედში 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ცხადია, რომ ამ სეზონში ზაზას ბევრი სათამაშო წუთი არ ექნება, რადგან "გოლდენ სტეიტი" ხშირად ითამაშებს "დაბალი" შემადგენლობით. ფაჩულიამ კარგად იცის, რა სჭირდება გუნდს შეტევაში, როგორ ეხმარებოდა ბოგუტი გუნდს. საგარეო ტურნემ აჩვენა, რომ ზაზას ამ ტვირთის კისრება შეუძლია. მოკლედ, ის არის, ვინც "უორიორს" სურდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზასნაირი დახვეწილი პასები რომელ ცენტრსა აქვს ან როდესმე თუ ჰქონია ვინმეს, არც ჯაბარს, არც შაკის, არც იუინგს, არც ადმირალს და არც არავის. ზაზა ახალი სტილის ცენტრია NBA ში, ამას მალე აღიარებენ, კიდე ცოტა შეთამაშება და არის ახალი ტიპის ცენტრი.
megreli
11:28 23-11-2016
0
ყოველი მატჩის შემდეგ ვწერ,ზაზა კიდევ მოუმატებს და ზაზაც უმატებს.ახლაც ვამბობ,ზაზა კიდევ მოუმატებს და ვიცი,რომ ზაზა აუცილებლად მოუმატებს.
სოსო
18:19 23-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული