მეოთხე ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს
ამასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიამ ყოფილ თანაგუნდელს (გასულ სეზონში ერთად ითამაშეს "დალასში") "ტვიტერზე" მისწერა:
"მზად ხარ ბრძოლისთვის ევროზე? მოდი, ძმაო, ეს ძალიან მხიარული იქნება, სულ ერთი თამაში მაინც".
მოგეხსენებათ, ნოვიცკი ეროვნულ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს, რაც მან იანვარში ოფიციალურად გამოაცხა
გერმანულ მედიას ეიმედება - იქნებ დირკმა ზაზას გამოწვევა მართლა მიიღოს და ნაკრებს დაუბრუნდეს. sport1.de წერს, რომ თუ ასე მოხდა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული დაბრუნება ეროვნულ ნაკრებში კალათბურთის ისტორიაში.