მაიკლ დიქსონი "პარტიზანთან" მოგებული მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მაიკლ დიქსონი ბერძნულ აეკ-ში კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

ათენელებმა მორიგი მატჩი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამართეს და სერბული "პარტიზანი" რომ დაამარცხეს, დიქსონის დიდი დამსახურებაა.

აეკ-მა სერბულ გუნდს 91:81 სძლია, მოედანზე 20:46 წუთით გასულმა დიქსონმა კი 14 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

დიქსონის მოედანზე ყოფნის პერიოდში ათენელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის სარგებლიანობის კოეფიციენტი
კი 20-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

6 ტურის შემდეგ აეკ-ს 4 მოგება აქვს და ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მხოლოდ თურქულ "ბეშიქთაშს" ჩამორჩება. აღნიშნულ ტურნირში ათენელები მორიგ მატჩს 29 ნოემბერს, პოლონეთში "ზიელონა გორას" წინააღმდეგ გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული