ზაზა ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:35 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ამასთან ერთად ბურთი ერთხელ ჩაჭრა და საერთოდ არ დაუკარგავს.
ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
"გოლდენ სტეიტს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა ჩააგდო. კევინ დურანტმა და კლეი ტომპსონმა 28 და 23 ქულა
"მინესოტას" მხრიდან ზაკ ლევინი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო.
ამ მოგების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში 15 გამარჯვებითა და 2 მარცხით პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდი 29 ნოემბერს გამთენიისას საკუთარ მოედანზე "ატლანტასთან" გამართავს.