13:28 28-11-2016
შერმადინის ორმაგი დუბლი და ბურჯანაძის 13 ქულა "ფუენლაბრადასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
უკვე მერამდენედ, ეს კალათბურთელები თავიანთი გუნდის მატჩში საუკეთესოები არიან. მართალია, "მორაბნკ ანდორამ" მორიგი ტურის მატჩი ვერ მოიგო, თუმცა რაც ამ გუნდს მიმდინარე სეზონში შედეგი აქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის.
ანდორელებმა მადრიდში, "ფუენლაბრადასთან" 73:85 წააგეს. სტუმართა რიგებში მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) საუკეთესო ბექა ბურჯანაძე გახლდათ. ბექა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:18 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგიანად გაისარჯა შერმადინიც, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, თანაც, უკვე პირველ ტაიმში. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:18 წუთში 11 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა.
გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც ბურჯანაძის მერე, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
"ანდორას" 6 მოგების წილ მე-3 მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს, ისევ სტუმრად, "ესტუდიანტესთან" ჩაატარებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული