დუდა სანაძემ "ზლატოგორს" 19 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ქართველმა უკანახაზელმა ლაშკოში "ზლატოროგს" 19 ქულა ჩაუგდო, მაგრამ მისი "პრიმორსკა" 17 ქულით - 77:94 დამარცხდა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში ოყო და 26:23 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

5 მოგებითა და 3 მარცხით "პრიმორსკა" მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 4 დეკემბერს, შინ, "სენტურთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული