თორნიკე შენგელია "ბასკონიას" სასტარტოს დაუბრუნდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილურად ვერ ასპარეზობს.

ვიტორიელები წინა ტურში შინ "სარაგოსასთან" მარცხს გადაურჩნენ, თუმცა გასულ ტურში აღარ გაუმართლათ. ბასკურმა გუნდმა ტენერიფეს "იბეროსტარს" უმასპინძლა და 1 ქულით - 72:73 წააგო.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა, თუმცა, თამაში არ წაუვიდა. თორნიკემ მოედანზე მხოლოდ 13:42 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 3 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბასკონიას" რიგებში საუკეთესო ამერიკელი შეინ ლარკინი იყო 23
ქულით, სტუმართა მხრიდან კი ასევე ამერიკელი დევინ უაიტი გამოირჩა – 17 ქულა.

6 მოგებითა და 4 მარცხით "ბასკონია" მე-7 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 4 დეკემბერს, სტუმრად "ბეტისთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული