ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 16:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ყოფილ გუნდთან 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ორიდან ორივე ორქულიანი ჩააგდო.
ყველაზე მეტი შეხვედრაში სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა ჩააგდეს, რომლებმაც 25-25 ქულა მიითვალეს. დურანტმა 25 ქულას 14 მოხსნაც მიამატა. დურანტი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გახდა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 20
"ატლანტიდან" დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. დუაიტ ჰოვარდმა კი 14 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა პოლ მილსაპმა, რომელმაც 14-14 ქულა და მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.
ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 16 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი", 2 დეკემბერს, გამთენიისას, "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.
არა, გოლდენ სტეიტი კი ნამდვილად გახდება ჩემპიონი, მაგრამ ახალი წლის შემდეგ გაუშვებენ ზაზას სამწუხაროდ (გაცვლა მოხდდება)