ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება "ატლანტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
29 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 105:100 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 16:14 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ყოფილ გუნდთან 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა ორიდან ორივე ორქულიანი ჩააგდო.

ყველაზე მეტი შეხვედრაში სტეფ კარიმ და კევინ დურანტმა ჩააგდეს, რომლებმაც 25-25 ქულა მიითვალეს. დურანტმა 25 ქულას 14 მოხსნაც მიამატა. დურანტი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გახდა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 20
ქულაა.

"ატლანტიდან" დენის შროდერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. დუაიტ ჰოვარდმა კი 14 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა პოლ მილსაპმა, რომელმაც 14-14 ქულა და მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 16 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა. ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი", 2 დეკემბერს, გამთენიისას, "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქარველი დზიუდოისტები ტოკიოს გრანდ სლემზე GAMOVLEN
dssd
15:15 29-11-2016
0
გრინმა ითამაშა ბოლო წუთებზე უძლიერესად და სასწაული დაფარებები გააკეთა, ფაქტიურად მან მოიგო ეს თამაში.
tanto
15:15 29-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული