"კერი და კომპანია აგრძელებს ექსპერიმენტებს ცენტრის პოზიციაზე გუნდში. მოდი, ვნახოთ, სეზონის ბოლოსკენ ვინ მოიგებს ამ პოზიციაზე კონკურენციაში", - წერს გამოცემა.
გამოცემა პირველ რიგში აფასებს ზაზა ფაჩულიას თამაშს, რომელმაც პირველი 17-ვე მატჩი სასტარტოში ითამაშა:
კარგი
"ცუდი სტარტის მიუხედავად, ფაჩულიამ გამოავლინა უნარები და ის კარგად შეეწყო თანაგუნდელებს. ფაჩულიას მაღალი საკალათბურთო IQ აქვს, კარგად იცის, როდის რა გააკეთოს პარკეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ის საშუალოდ 17,7 წუთს თამაშობს, მისი შედეგიანი პასების საშუალო მაჩვენებელი 2,4-ია.
ცუდი
"ფაჩულია არ არის კარგი დაცვითი ტიპის ცენტრი. დაცვაში მისი პლუს-მინუს კოეფიციენტი ბოგუტის მაჩვენებლის ნახევარია - 5,3 და 2,8.
საშუალოდ 36 წუთში მხოლოდ ერთ დაფარებასა და ორ ჩაჭრას აკეთებს. მისი კიდევ ერთი სისუსტე "ცუდი ხელებია". ყოველ 36 წუთში ის 3-ჯერ კარგავს ბურთს, ძირითადად, ფარქვეშ გაკეთებული პასების მცდელობისას".
შეფასება: B-
"მისი შეფასება მოვამატეთ ბოლო ხუთ მატჩში უკეთესი თამაშისთვის. რადგანაც მისი წუთები ნელ-ნელა გაიზრდება, მანაც უნდა გააუმჯობესოს თამაში გუნდის სასარგებლოდ".
ზაზას გარდა, საიტი აფასებს მის ყველა კონკურენტს პოზიციაზე: დევიდ ვესტს, კევონ ლუნის, ჯაველ მაკგის, ანდერსონ ვარეჟაოსა და ჯეიმს მაიკლ მაკადუს და შემდეგ დასკვნას გვთავაზობს:
"საუკეთესო ვარიანტი ფაჩულიას თამაშია. რაც დრო გავა, მისი სათამაშო წუთები გაიზრდება. ის მოუმატებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩვენი აზრით, ლუნი მომავალში უფრო დრეიმონდ გრინს შეცვლის ხოლმე, ხოლო ზაზას შემცვლელებად ვესტი და მაკგი ჩამოყალიბდებიან".
ზაზაში არის ნიჭი, შრომა, ინტელექტი, ქართველი კაცისათვის დამახასათებელი ყველა დადებითი თვისება.
100 გრინს მირჩევნია ჩვენი ზაზა...