თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" ევროლიგაზე "გალათასარაის" მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 69:62 დაამარცხა.

ვიტორიელთა ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 16:05 წუთში კი თორნიკემ სულ ერთი ქულა, 3 მოხსნა და  2 პასი  მიითვალა. შენგელიას ხუთივე ოქრულიანი ტყორცნა და ორიდან ერთი საჯარიმო გაუცუდდა.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ესპანურმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად პირველი მეოთხედი ჩაატარა, რომელიც 22:9 მოიგო. სტუმრებმა კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის მიუხედავად, ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლეს.

"ბასკონიას" 10 ტურის შემდეგ, 6
მოგებითა და 4 მარცხით, ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი შინ "დარუშაფაკას" წინააღმდეგ, ისევ თავის მოედანზე ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული