არიზონელები კალიფორნიის ქალაქ ოკლენდს ეწვივნენ, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა მათ 29-ქულიანი მარცხი აგემა. "გოლდენ სტეიტმა" "მზეებს" შანსი არ დაუტოვა და 138:109 სძლია.
ზაზა ფაჩულია, რომელმაც "ჰიუსტონთან" მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ამჯერად მოედანზე 15 წუთით გავიდა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მისთვის მიცემული სათამაშო დრო პროდუქტიულად გამოიყენა.
ფაჩულიამ 5-დამ 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას საბოლოო მონაგარი გახლდათ 7 ქულა,
პირველი ნახევარი ოკლენდელებმა მხოლოდ 9 ქულით მოიგეს, თუმცა მე-3 პერიოდში მეტოქეს შავი დღე აყარეს და გასანადგურებლად გაწირეს. ეს უპირველესად სტეფ კარის დამსახურებაა, რომელმაც მისი სამამატჩო 31 ქულიდან 20 სწორედ მესამე პერიოდში მიითვალა და 12-წუთეული მასპინძლებს 42:27 მოაგებინა. ბოლო მეოთხედს აზრი დაეკარგა, თუმცა ოკლენდელმა სათადარიგოებმა ლიდერობას 5 ქულაც წაამატეს და "გოლდენ სტეიტმა" შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
17 მოგებითა და 3 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ ოკლენდში, 6 დეკემბერს, "ინდიანასთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით