ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21.40 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და ერთი ბლოკი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
ფაჩულიას მთავარი მეტოქე დეანდრე ჯორდანი იყო, რომელმაც მოედანზე 31:45 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, რასაც 2 ბლოკი მიამატა.
შეხვედრაში ყველაზე
სტეფ კარიმ 19 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტი 16 ქულას დასჯერდა, რასაც სტუმრებში ყველაზე მეტი, 8 მოხსნა მიამატა.
ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 19 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა. ოკლენდური კლუბი დასავლეთ კონფერენციაში, ისევე, როგორც მთლიანად NBA-ში, პირველ ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 დეკემბერს, ჩვენი დროით დილის 06:00 საათზე სტუმრად "იუტა ჯაზთან" გამართავს.