- ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]
როგორც ჩანს, "უორიორსი" საუკეთესო ფორმაში შედის და მისი შეჩერება "კლიპერსის" დარ ძლიერ გუნდებსაც არ გამოსდით.
"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა ზედიზედ მეორე თამაშში გააკვირვეს პუბლიკა შესანიშნავი კომბინაციით. თუკი "ინდიანასთან" თამაშში კომბინაცია ზაზა ფაჩულიამ დაიწყო, "კლიპერსთან" საუკეთესო გათამაშებაში ზაზამ შედეგიანი გადაცემა მიითვალა და კომბინაციაში ორჯერ მიიღო მონაწილეობა.
- ფაჩულიას დაწყებული
კლეი ტომპსონმა ზაზა მოძებნა, თუმცა ქართველმა არ ესროლა კალათში, დაელოდა კლეის შეჭრას ფარქვეშ და ბურთი მას გაატანა. თავის მხრივ, ტომპსონმა დრეიმონდ გრინი მოძებნა.
როგორც წესი, ეს ჩატენვას ნიშნავს, მაგრამ არა - გრინმა გრიფინსა და ჯორდანს შემოატარა ბურთი და ფაჩულიას გადააწოდა, რომელმაც უცბად მოძებნა სრულებით თავისუფალი კევინ დურანტი, ვინც სამქულიანი ჩააგდო.
კომბინაცია ძალზე ეფექტური გამოდგა.
sbnation.com: "მებრძოლებმა შესაძლოა, კალათბურთის შესაძლებლობები ამოწურეს. მწვრთნელებმა ეს კომბინაცია მომავალ თაობებს ხშირად უნდა ანახონ ხოლმე. აი, გუნდური თამაში".
cbssports.com: "კომბინაციაში ტომპსონმა, ფაჩულიამ და გრინმა გუნდური თამაშის დიდებული მაგალითი აჩვენეს. ამის გამო არის "გოლდენ სტეიტი" დიდი გუნდი. "მებრძოლები" ყოველთვის სწრაფად თამაშობდნენ".
- სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]