მაიკლ დიქსონის 29 ქულა და გამარჯვება უნგრეთში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა აეკ-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საგზაო ინციდენტის გამო ის მცირე ხნით აკლდა აეკ-ს და დაბრუნების შემდეგ პირველივე მატჩში გაიბრწყინა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი ავარიაში მოყვა

ბერძნულმა კლუბმა უნგრეთში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "შოლნოკს" 89:76 სძლია, დიქსონი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მაიკლმა 37:16 წუთი ითამაშა და 29 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 2 ორქულიანი, საჯარიმო
და რაც ყველაზე საინტერესოა, 12-დან 8 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ამერიკელი უკანახაზელის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 30 გახლდათ.

5 მოგებით და 3 მარცხით აეკ-ი სტამბოლის "ბეშიქთაშის" შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მორიგი მატჩი ათენელებს 14 დეკემბერს, შინ ბელგიურ "შარლერუასთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული