თორნიკე შენგელიას 11 ქულა და "ბასკონიას" იოლი მოგება ევროლიგაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგაში მორიგი მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა. "ბასკონიამ" ვიტორიაში, საკუთარ "ბუესა არენაზე" სტამბოლის "დარუშაფაკას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 73:52 გაანადგურა.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:13 წუთში კი 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბასკონიამ" 7 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და ევროლიგის 16-გუნდიან ცხრილში
მე-5 ადგილზეა, თუმცა, მე-2 პოზიციაზე მყოფ მადრიდის "რეალს" მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება.

შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს, ყაზანში, "უნიქსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული