ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" ტრავმის გამო უკვე მეორე მატჩი გამოტოვა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულიას გარეშე მეორე მატჩი ჩაატარა.

"გოლდენ სტეიტმა" ტრავმირებული ქართველი ცენტრის გარეშე "მინესოტაში" ითამაშა და "ტიმბერვულვსს" 116:108 მოუგო. ფაჩულიამ მარჯვენა მაჯის ტრავმის გამო უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა.

ამჯერად ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კევონ ლუნიმ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 18 წუთი დაჰყო და 4 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. გამარჯვებულებს 30 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, ხოლო სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა 22-22 ქულა მოაგროვეს.

21 მოგებითა და 4 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის
ლიდერია. მომდევნო შეხვედრას ოკლენდელები ნიუ ორლეანში, 14 დეკემბერს, "პელიკანსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული