თორნიკე შენგელიას "ესტუდიანტესთან" ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მორიგი მატჩი მოიგო.

ბასკური გუნდი "ესტუდიანტესთან" ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით აგებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული კარგად წარმართა და საბოლოოდ 82:77 გაიმარჯვა.

ქართველი ფორვარდი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის შედეგიანობით მხოლოდ როდრიგ ბობუას ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და 18 წუთში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი
ააცილა.

8 მოგებითა და 4 მარცხით "ბასკონია" მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში, ლიგაში გუნდების კენტი რაოდენობის გამო დასვენება უწევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული