ზაზა ფაჩულიას თამაში "ნიუ ორლეანთან" საეჭვოა

AutoSharing Option
San Jose Mercury News-ის ინფორმაციით, სამშაბათს ზაზა ფაჩულიას თამაში "პელიკანსის" წინააღმდეგ საეჭვოა.

ფაჩულიამ უკვე გამოტოვა "გოლდენ სტეიტის" ორი მატჩი მაჯის ტრავმის გამო. სავარაუდოდ, მას კიდევ შეიძლება მოუწიოს მატჩების გამოტოვება. იმ შემთხვევაში, თუ ფაჩულია კვლავ ვერ ითამაშებს, ცენტრს ოკლენდში დაბრუნებისთანავე MRI გამოკვლევას ჩაუტარებენ, რათა ცხადი გახდეს მისი სტატუსი ხუთშაბათის მატჩისთვის "ნიუ იორკ ნიკსის" წინააღმდეგ.

ფაჩულიას არყოფნაში სასტარტოში მისი ადგილი ანდერსონ ვარეჟაომ და კევონ ლუნიმ დაიკავეს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაართვა თავი მოვალეობას. მწვრთნელ სტივ კერს მოუწევს ვარიაციების იმის მიხედვით განხორციელება, თუ
რომელი გუნდი ხვდება "უორიორსს", სანამ ფაჩულია ვერ თამაშობს", - ამტკიცებს წყარო.

დიდი ალბათობით, ფაჩულიას არყოფნაში "ნიუ ორლეანთან" ცენტრი ჯავალ მაკგი დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული